„მალაგას“ ხესეს და მორატას შეძენა სურს
ინფორმაცია "მალაგას" აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა.
ზამთარი ახლოვდება, "მალაგა" კი "რეალის" ორი ფეხბურთელის, ხესეს და მორატას არენდით აყვანას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაცია "მალაგას" წარმომადგენელმა, ვისენტე კასადომ დაადასტურა, რომელმაც "თეთრებთან" დადებული ხელშეკრულება გაიხსენა, ისკოს ტრანსფერის დროს. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც "მალაგას" ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია კანტერიდან.
"ყველაფერი შესაძლებელია. მე მადრიდის "რეალთან" კარგი ურთიერთბა მაქვს. არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც მადრიდის კანტერიდან ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეგვიძლია. ზაფხულში ჩვენ ხესეს და მორატს შეძენას ვცდილობდით. მადრდში იციან, რომ მათ ჩვენ გუნდში რეგურალური სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, რამეთუ ბერნდ შუსტერს მათი იმედი აქვს", - ციტირებს ვისენტე კასადოს სიტყვებს საიტი Fichajes.com.
ზაფხულში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები ხესეს და მორატას "მალაგაში" გადასვლის თაობაზე, თუმცა, კარლო ანჩელოტი ამტკიცებდა, რომ კანტერანოები მშობლიურ გუნდში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც ასეც მოხდა. ყველა ვხედავთ, რომ ორივე მოთამაშეს ძალიან მცირე სათამაშო დრო აქვს, რაც კიდევ ერთხელ გახდა ჭორების გავრცელების საბაბი, ფეხბურთელების "სამეფო კლუბიდან" წასვლის საკითხზე.
წყარო
- 16 ნოემბერი 2013
- 1 370
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.