კასილასის ფასმა 10 მილიონი ევროთი დაიკლო
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მეკარის, იკერ კასილასის სატრანსფერო თანხამ 10 მილიონი ევროთი დაიკლო.
კაპიტანი გასულ წელს 35 მილიონი ევრო ღირდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ ის "სევილიის" ყოფილმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა ჩაანაცვლა და გასული სეზონის დარჩენილ ყველა მატჩში დიეგომ ითამაშა.
"რეალის" ახალი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით ძირითად მეკარედ კვლავ დიეგო ლოპესი დარჩა, რომელიც ლა ლიგის მატჩებში იღებს მონაწილეობას, იკერ კასილასი კი ანჩელოტის გადაწყვეტილებით მხოლოდ ორ ტურნირში, ჩემპიონთა ლიგაზე და სამეფო თასზე თამაშბს. მაგრამ ჯერ კიდევ ყველას სჯერა, რომ კაპიტანი თავის ადგილს დაიბრუნებს, ჩემპიონთა ლიგაში და სამეფო თასზე ჩასატარებელ მატჩებში.
წყარო
- 16 ნოემბერი 2013
- 2 399
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.