რონალდუ: "მნიშნელოვანი გოლი გავიტანე და მიხარია"
რონალდუ თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა
"მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე, რისი წყალობითაც ჩვენ გავიმარჯვეთ. თამაშის ბოლსო კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ"-განაცხადა რონალდუმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ჩვენ დღეს ამ შედეგით შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ, მაგრამ სამშაბათს მორიგი ბრძოლა გველის. არ მინდოდა, რომ თამაში მინიმალური უპირატესობით დაგვეწყო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგია, როცა პირველ შეხვედრას იგებ"-აღნიშნა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.
"უკეთესი იქნებოდა უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო, მითუმეტეს, როცა ეს შეგვეძლო, მაგრამ ეხლა ვერაფერს ვერ შევცვლით. სამშაბათს ყველა ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმუმს გაიღებს, ვინაიდან არცერთს არ სურს მსოფლიო ჩემპიონატის გაოტოვება"-დასძინა რონალდუმ.
- 16 ნოემბერი 2013
- 2 760
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.