პერესი ფიფას კომიტეტში
ფიფას კომიტეტში ერთ-ერთი ფლორენტინო პერესიცაა, რაც გაოცებას იწვევს სამი სხვადასხვა მიზეზის გამო.
ოქროს ბურთზე ნომინირებულთა 23 კაციან სიას ფიფას სპეციალური კომიტეტი ასახელებს. კომიტეტი შედგება 26 წევრისგან. კომიტეტს თავმჯდომარეობს მიშელ პლატინი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი არის იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი. სპეციალურად მოწვეულ კონსულტანტები არიან ბეკენბაუერი და პელე.
სხვა დანარჩენ 22 წევრს შორის არის ფლორენტინო პერესი, რაც გაკვირვებას იწვევს სამი მიზეზის გამო.
პირველი, პერესი ერთადერთი წევრია, რომელიც ამავდროულად კლუბის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
მეორე, ესპანეთის მხრიდან სხვა მეორე პირი კომიტეტში ყოფილი მწვრთნელის ან ყოფილი ფეხბურთელის სახით არ არის ესპანეთის მხრიდან ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში ხდება.
და მესამე, მას შემდეგ, რაც ბლატერმა რონალდუზე ისაუბრა , გაუგებარია რატომ არის პერესი კვლავ ამ კომიტეტში, ხოლო ბლატერი კიდე კვლავ ინარჩუნებს "მადრიდის რეალის" საპატიო წევრის ტიტულს.
გარდა აღნიშნულია, კომიტეტში იმყოფებიან რუმინეგე და ბეკენბაუერი, რომლებიც თუ ვის მხარეს არიან არ არის ძნელი მისახვედრი, კომიტეტში საფრანგეთის მხრიდანაც ორი წარმომადგენელი არის. ეს ყველაფერი მაშინ, როცა პორტუგალიას "სპეციალურ" კომიტეტში საერთოდ არ ყავს ასე ვთქვათ "თავისი კაცი".
- 15 ნოემბერი 2013
- 2 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.