„ინტერის“ ახალ მფლობელს, მოდრიჩის და ბენზემას შეძენა სურს
მილანის "ინტერის" ახალ მფლობელს, ერიკ ტოჰირს, მადრიდის "რეალის" ორი ფეხბურთელის, ლუკა მოდრიჩის და კარიმ ბენზემას შეძენა სურს.
CalcioNews24 იუწყება, რომ ტოჰირი სერიოზულად არის დაინტერესებული და მაქსიმალურად შეეცდება ორივე ფეხბურთელის შეძენას.
ლუკა მოდრიჩი არ იყიდება. ასეთი განცხადება გააკეთა მადრიდის "რეალმა" ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ანჩელოტის ტაქტიკაში და კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.
კარიმ ბენზემას მომავალი კი დღემდე გაურკვეველია. მოთამაშეს თავად სურს მადრიდელებთან კონტრაქტის გაგრძელება და გუნდის ძირითად ფეხბურთელად დარჩენა. ანჩელოტის მისი სჯერა. მაგრამ შესაძლებელია, რომ თუ კლუბი კარგ წინადადებას მიიღებს ფრანგის ტრანსფერზე, მაშინ იგი გაიყიდება.
წყარო
- 15 ნოემბერი 2013
- 1 652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.