ბავშვი გაცვეთილ ხელთათმანებში

იდგა 1990 წლის ნოემბერი. იკერ კასილასი ცხრა წლის იყო, ის იმ შაბათს ჩვეულებრივზე ადრე ადგა. იმიტომ რომ მისი მოსტოლესის სახლიდან სიუდად დეპორტივომდე (იმ დროის „მადრიდის“ სპორტული ბაზა) თითქმის 30 კმ. იყო–მიახლოებით ერთი საათის სამანქანო გზა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ანტონიო მესკიტა–„მადრიდის რეალის“ აკადეემიის ალმა–მატერი სწორედ მას ელოდებოდა. „მან წარმატებას საფეხბურთო მოედანზე ჯერ კიდევ ივნისში მიაღწია, მაგრამ ჩემმა მოსტოლესელმა მეგობარმა მითხრა, რომ ნახა ახალგაზრდა, რომლის აყვანაც შეიძლებოდა.“

„კარგი ფეხბურთელები შორიდანაც კარგად ჩანანა“–ამბობს კარლესი რეშაკი. „მწვრთნელის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მათზე ფსონს ჩამოდის.“–აცხადებს „ბარსელონას“ ყოფილი ფებხურთელი და მწვრთნელი. თავის დროზე, სწორედ ის ითხოვდა ხუან გასპარისაგან 13 წლის არგენტინელის გადმოყვანას. ეს არგენტინელი კი თავად ლიონელ მესი იყო.

მესკიტას ეჭვი არ ეპარებოდა იკერში, როცა მოიწვია იგი La Fabrica–ში, სადაც მუშაობდა 1979 წლიდან 1999 წლამდე. მესკიტამ მთელი ცხოვრება ტალანტების აღმოჩენაში და მათზე ფსონის ჩამოსვლაში გაატარა. ანალოგიური გააკეთა მან ნოემბრის იმ დილასაც: ფსონი დადო დისციპლინირებულ, სერიოზულ და მონდომებუ; ახალგაზრდაზე, რომელიც გაცვეთილი ხელთათმანებით თამაშობდა.

1991 წლის 12 იანვარს, იკერ კასილასმა ჩაატარა საკუთარი პირველი შეხვედრა „მადრიდის რეალის“ ბავშვთა კლუბის შემადგენლობაში. სულ რაღაც 9 წლის გასვლის შემდეგ–2000 წლის 3 ივლისს, შედგა მისი დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. მაშინ ესპანელები ამხანაგური შეხვედრის ეგიდით დაუპირისპირდნენ შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს. კიდევ 9 წლის შემდეგ–2009 წლის 14 ნოემბერს–მან ითამაშა საიუბილეო მე–100 შეხვედრა „ფურია როხას“ შემადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ სუბისარეტას 126 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო რაულს–102.

იკერი უკვე დიდი ხანია, რაც იმ დახეულ და მოძველებული ხელთათმანებით აღარ თამაშობს, ეხლა იგი ძირითადად Reebok–ის ფირმის ხელთათმანებს ხმარობს, სწორედ ზემოთხსენებულმა ფირმა მის საიუბილეო მატჩთან დაკავშირებით დაამზადა სპეციალური ხელთათმანი. ასევე აღნიშვნის ღირსია ერთი ფაქტი. იმის ნაცვლად, რომ მან ეს ხელთათმანები ყოველ ახალ თამაშში ცვალოს, იგი ერთსა და იმავეს მანამ ხმარობს, სანამ ამ უკანასკნელს შეეძლება დარტყმების მოგერიება. ისევე, როგორც ბავშობისას.

როცა იკერი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაშინ ის ხოან მიროს კოლეჯის ბეტონისსაფარიან მეოდანზე თამაშობდა, ან უკეთეს შემთხვევაში ყოველ შაბათის დილას მწვანე მოედანზე. მან ზემოთხსენებულ მოედნებზე ბევრი შეხვედრა ჩაატარა იმ ხელთათმანებით, რომლებსაც მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ „არემონტებდა“ მათი მეზობელი.
პედრო დიასი, რომელიც მისი მწვრთნელი იყო „ალევინში“ იხსენებს, თუ როგორ დააყენა კარში იკერი პალმა დე მაიორკაში საერთაშორისო ტურნირში იმ მიზეზით, რომ ძირითადის მეკარემ ტრავმა მიიღო: „მესკინამ მირჩია მისი დაყენება. ის მხოლოდ 10 წლის იყო, ხოლო თამაში კი 11–12 წლის ბავშვებთან უწევდა. ამ ასაკში ერთ წლიანი სხვაობა ძალიან შესამჩნევია.“ მაგრამ იკერის შემთხვევაში სულ ასე იყო! ის ყოველთვის ყველაზე ახალგაზრდა იყო კლუბში, აგანსონთან ან როგორც იკერი მას უწოდებს „ელ კაბესონთან“ ერთად. ისინი აკადემიაში ერთად გაიზარდნენ: „ჩვენ კლუბში ყველაზე ახალგაზრდები ვიყავით, ასე რომ მე და „ელ ორეხონი“ სულ ერთად დავდიოდით.“ – აცხადებს „რაიოს“ თავდამსხმელი დავიდ აგანსო. „იკერი მატჩის წინ სულ სხვა პიროვნება იყო, ის ყოველთვის ძალიან ხუმარაა, მაგრამ თამაშის წინ აბსოლიტურად იცვლებოდა და ძალიან სერიოზული ხდებოდა.“ მათ ბოლივიაში კადეტთა ტურნირზე ერთად საშინელი დრო გაატარეს: „ ჩვენ თითქმის არ ვჭამდით, ყველაფერი უსაზიზღრესად იყო, მაგრამ ამან ჩვენ ბევრი რამე გვასწავლა. ისევე როგორც ნიგერიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 1999 წელს, როცა მათ ოქროს მედლები მოიგეს. ამბობენ მაშინ იკერმა საუკეთესო თამაში აჩვენაო: „დიახ, განასთან შეხვედრისას მეოთხედფინალში. შესანიშნავად თამაშობდა“–განაცხადა აგანსომ.

„ბავშობისას ის ძალიან გონიერი იყო. ყოველთვის იცოდა რა როდის უნდა ეთქვა და ძალიან მშვიდი იყო. „–ამბობს დიასი. „ის ბევრს და ბეჯითად მუშაობდა. მარტო ნიჭით შორს ვერ წახვალ. საჭიროა ძალიან ბევრი რამის მსხვერპლად შეწირვა. ის ფეხბურთით სიამოვნებას ღებულობდა. გოლკიპერებს ბევრი მუშაობა ჭირდებათ იმისთვის, რომ სხვებზე უკეთესად გამოიყურებოდნენ. ამისთვის კი აუციელებია სხვადასხვა თვისებები, რომლებიც მას ყოველთვის ქონდა.“

„მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ის გოლკიპერია, რომელიც სხვებზე ბევრს მუშაობს, მას ეს სულაც არ ჭირდება.“ ამბობს ოჩოტორენა–სპანეთის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი. „მას ყოველთვის შეეძლო მუშაობის დარეგულირება, იმიტომ, რომ ის თავის თავს ენდობა და ამასთანავე ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. მან იცის, თუ რა ჭირდება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.“

ბავშვი თბილ ხელთათმანებში

ზაფხულს ის ნავალკრუსში (ავილა) ატარებდა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. ყოველთვის უყვარდა კარგად ჭამა. მთელი ზაფხული ველოსიპედით სიარული უყვარდა და რა თქმა უნდა ფეხბურთსაც თამაშობდა. მის სოფელში მას ისე ექცევიან, როგორც იმ ბიჭს, რომელიც ველოსიპედებს ამტვრევდა და მათ თვალწინ იზრდებოდა. ასეთი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია იკერისთვის. ნავალკრუსში ის თავს , როგორც სახლში ისე გრძნობს, იქ ხომ მისი ის მეგობრები არიან, რომლებთან ერთადაც იზრდებოდა და თამაშობდა.

მას პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მაღალ დონეზე ქონდა განვითარებული. „ის ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან დაკვირვებული იყო.“ იხსენებს მანუელ ამეირო, კლუბის ახალგაზრდული ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი, რომელიც იკერთან ერთად მუშაობდა მას შემდეგ, რაც იკერი 12 წლის იყო. მათ ერთად 2005 წლამდე იმუშავეს.

„ჩვენი პირველი საუბარი შედგა „ბარსელონასთან“ ფინალური შეხვედრის შემდეგ“ აგრძელებს ამეირო. „მატჩის დროს მას გოლი ახლო კუთხეში გაუტანეს. რის გამოც ის ძალიან გაბრაზდა და ყველას უყვიროდა. მატჩის ბოლოს ის ძალიან გაბრაზებული იყო. მე მას ვუთხარი: „რატომ უყვირი საკუთარ თანაგუნდელებს, როცა პასუხისმგებლობა შენ გეკისრება?“.

იკერ წაგება არ უყვარს. „ის თითქოს ავადმყოფია და არ ლაპარაკობს“, ამტკიცებენ მისი თანაგუნდელები და მეგობრები. „მიდის სახლში, იცვას სახლის ტანსაცმელს და წვება ლოგინზე“. „ბავშობისას ის მანქანაში ჯდებოდა და მთელი გზა ხმას არ იღებდა.“ ამბობენ, რომ არცერთ დამარცხებას არ აღუშფოთებია იგი ისე როგორც 0:2 ანგარიშით მარცხმა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ და შარშანდელმა 2:6 ანგარიშით მარცხმა „ელ კლასიკოზე“. იკერი ასევე ძალიან განიცდიდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების განადგურებას ფრანგების მხრიდან.

ამეირო ამბობს, რომ იკერი დაბადებიდანვე ნიჭიერი და ძალიან დიდი ტალანტის მქონე იყო. მისი ემოციური გათანასწორებულობა ძალიან მნიშვნელოვანია მეკარისთვის. ასეთი თვისება მას უკვე 12 წლის ასაკში ქონდა. „ჩვენ მას უბრალოდ დავეხმარეთ ემუშავა საკუთარ ნიჭზე“. იკერის შემთხვევა ძალიან განსხვავებული იყო. „არაა ერთი და იგივე იმუშაო 17 წლის ბავშვთან , რომელიც „ხუვენილში“ თამაშობს და 17 წლის ბავშვთან, რომელიც „მადრიდის რეალის“ პირველ კლუბში გამოდის. მან არ იცოდა დაცვის ორგანიზება, არც გამოსვლაზე თამაში და არც ჰაერში თამაშობდა კარგად. ერთ დღეს შენ უნდა მოახერხო რჩევების მიცემა იმისთვის, ვისაც შენ რამდენიმე ხნის წინ კუმირად თვლიდი.“

„სიმშვიდე, თვითდაჯერებულობა, ტალანტი, ხარისხი, ესაა ის, რაც თითზე ჩმოსათვლელ ადამიანებს თუ გააჩნიათ..., სისწრაფე და ინტუიცია“–აცხადებს რეინა, რომელიც მას 14 წლის ასაკიდან იცნობს.


წყარო: Elpais.com

  • shvela
  • 18 ნოემბერი 2009
  • 3 712
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)