რიბერი: "ოქროს ბურთისთვის მეუღლემ ცალკე ოთახი მოამზადა"
ფრანგი ნახევარმცველი L'Equipe-თან საუბარში აღნიშნავს, რომ "ბაიერნში" ყველანი ემზადებიან მის მიერ ოქროს ბურთის მოგებისთვის. "წინათ კარგი ვიყავი, მაგრამ ეხლა უკვე საუკეთესო ვარ"-აცხადებს რიბერი
ფრანკ რიბერი აცხადებს , რომ ყველაზე მეტად ის იმსახურებს ოქროს ბურთს და რომ მისმა მეუღლემ უკვე მოამზადა ცალკე ოთახი ამ ჯილდოსთვის.
"ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ჩემი მეუღლე ძალიან ბევრს ფიქრობს ამ ჯილდოზე. მან უკვე მოამზადა ოთახი ოქროს ბურთისთვის. იმედი მაქვს "ბაიერნში" გამოსვლით მოვახერხებ ამ ტიტულის მოგებას"
"მე ამას ვიმსახურებ იმ ყველაფრისთის, რაც გავაკეთე, რა ტიტულებიც მოვიგე და რა სამუშაოს გავწიე სეზონის მანძილზე"-დაამატა რიბერიმ.
- 14 ნოემბერი 2013
- 1 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.