ფიფა მესის მხარესაა
ფიფამ ოქროს ბურთის ნომინანტთა პროფილები გამოაქვეყნა. არგენტინელზე საუბრისას ფიფას ვებ-გვერდი დიდ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მას 2012/13 წლების სეზონში რონალდუზე მეტი გოლი აქვს ლა ლიგაში გატანილი.
"2013 წელი მორიგი გოლების წელი იყო კრიშტიანო რონალდუსთვის. პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზე 34 გოლია 2012/13 წლების ლა ლიგის სეზონში. ეს ის მაჩვენებელია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მესის აქვს დამხობილი. არგენტინელის ანგარიშზე 46 გოლია. ის მუდამ უმაღლეს დონეზეა, როგორც "მადრიდის რეალში", ასევე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში. მფრინავი ფორვარდი, რომელსაც მოგებული აქვს ფიფას საუკეთესო ფეხურთელის ჯილდო 2008 წელს. არ არის გასაკვირი, რომ მან კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა და აღნიშნა, რომ სურს კარიერის აქ დასრულება"-ვკითხულობთ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე რონალდუს პროფილში.
მას შემდეგ , რაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ფიფას ოქროს ბურთი, "ბარსელონას" ვარკსვლავი კვლავ აგრძელებს ხალხის გაოცებას, ის ლიდერობს ლა ლიგის ბომბარდირთა დავას, ხოლო მისი კლუბი კი 2012/13 წლების სეზონის ჩემპიონია. მესი ანალოგიურად შეუდარებელი იყო ეროვნულ ნაკრებში , მან და მისმა ნაკრებმა მოახერხეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილის დაბევება. ლიონელ მესი მორიგი რეკორდის დამხობისთვის ემზადება, მას აქვს საშუალება გახდეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი"-ვკითხულობთ ლიონელ მესის პროფილში.
ფეხბურთელებზე საუბრიდანაც ყველაფერი ნათელია.
- 14 ნოემბერი 2013
- 5 069
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.