რამოსი იმედოვნებს, რომ შემდეგი თვითონ იქნება
მადრიდის "რეალმა" კონტრაქტი კრიშტიანუ რონალდუს გაუხანგრძლივა.
ახლა კი მუშაობენ იმაზე, რომ ხელშეკრულებები გაუგრძელონ ლოპესსა და პეპეს, მაგრამ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ალბათ მალე გაახანგრძლივებს კონტრაქტს, არის სერხიო რამოსი, რომელიც გაუმჯობესებულ პირობებს ელოდება. კლუბი შეჩვეულია, რომ ფეხბურთელს 2 წლით ადრე გაუხანგრძლივოს კონტრაქტი, ესპანელ მცველს კი სამეფო კლუბთან მომავალი 2017 წლამდე აქვს დაკავშირებული.
რამოსის ხელფასი 5.5 მილიონი ევროა, თუმცა, როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, იკერი და რამოსი გუნდში რონალდუს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები უნდა იყვნენ.
ახლა რამოსი აღარაა ის ბიჭი, რომელიც მადრიდის "რეალში" "სევილიადან" გადავიდა. ის "რეალის" ერთ-ერთი სიმბოლო და ლიდერია.
წყარო: Marca
- 14 ნოემბერი 2013
- 2 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.