"რეალი" და "ბარსა" ბასტოსს აკვირდებიან
მადრიდის "რეალი" და კატალონიური "ბარსელონა" აქტიურად აკვირდებიან ფრანგული "ლიონის" ფეხბურთელ მიშელ ბასტოსს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ორივე კლუბის თვალთახედვის არეალშია მოქცეული. კატალონიელთა სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი და მადრიდელთა სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ და თავიანთ კლუბში წაიყვანონ ახალგაზრდა ფეხბურთელი.
ბასტოსის აგენტმა კი შემდეგი განაცხადა: "ჩემთვის არაფერია ცნობილი. როცა ბასტოსი "ლილში" თამაშობდა, მას მაშინაც იწვევდნენ ევროპული გრანდები, მაგრამ მან "ლიონში" გადასვლა ამჯობინა".
ინფორმაციის წყარო: tribalfootball.com
- 18 ნოემბერი 2009
- 1 891
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.