ბენზემა: „მწვრთნელი მენდობა“
სამეფო კლუბის თავდასხმელი კარიმ ბენზემა, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
„წინ 2 მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება.მსოფლიო ჩემპიონატი სანაკრებო თვალსაზრისით მაღალი დონის ტურნირია, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალ ზაფხულს ბრაზილიაში ვიასპარეზოთ.“
„მწვრთნელი მენდობა, მაგრამ სასტარტოში თუ არ დამაყენებს, არც ეგ იქნება პრობლემა.მე ისეთივე ფეხბურთელი ვარ, როგორც დანარჩენები.“
„ვფიქრობ, კარიერის ყველაზე რთული მომენტი უკან მოვიტოვე.სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განამავლობაში ფორტუნა ჩემს მხარეს არ იყო.როდესაც ცუდად ვთამაშობ, პირველი ვარ, ვინც ამას განიცდის.“
as.com
- 14 ნოემბერი 2013
- 1 455
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.