„მდუმარე ხედირა“

სამი ხედირა მწვანე მინდორზე საკუთარი ინტრუქციით მოქმედებს.

ის ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა დრიბლინგში ბევრად ჩამოუვარდება ინიესტას, საჯარიმოების შესრულებაში პირლოსა და ლამპარდს, ხოლო გადაცემების გაკეთებაში, ჩაბისა და ჩავის.ერთი სიტყვით, გერმანელი არასტანდარტული საყრდენია.

არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა სტატისტიკით შეფასება, უბრალოდ არასწორია.ასეთ მოთამაშეთა რიგებს განეკუთვნება ხედირაც, რომელსაც მუდამ აკრიტიკებენ, თუმცა რატომ, არავინ იცის.

ანჩელოტი ის მწვრთნელია, რომელიც რეალურად აფასებს ხედირას შესაძლებლობებს და გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად თვლის.ალბათ, ყოველთვის თვალშისაცემია არაბული ფესვების მქონე ფეხბურთელის სტადიონზე არყოფნა.მასზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა გარწმუნებთ, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, ხედირას ირგვლივ ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება.

ცოტათი უცნაურია, როდესაც ბუნდეს ნაკრების სასტარტოში მოასპარეზე ადამიანს, დიდი კრიტიკა ატყდება თავს.შესაძლებელია, მისი დაფასება მაშინ მოხდება, როდესაც „რეალს“ დატოვებს.რა თქმა უნდა, სემის შემცვლელს ადვილად იპოვიან.ახალწვეული გაცილებით გლამურული იქნება, თუმცა იბადება კითხვა, ისეთივე სასარგებლო გამოდგება გუნდისთვის, როგორიც ხედირა იყო?

ასეა თუ ისეა, ფაქტი ერთია, შავი სამუშაოების ოსტატი სემი ხედირა, სამეფო კლუბისთვის ფასდაუდებელი ფეხბურთელია.

marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)