ანჩელოტი მცველებს აკვირდება
თუ დავუჯერებთ ესპანურ სააგენტო terra-ს, კარლო ანჩელოტი უკმაყოფილოა მარჯვენა მცველების გამოსვლით.
აღნიშნული ფრაზის გასამყარებლად, „იუვენტუსთან“ სტუმრად თამაშიც საკმარისია, როდესაც იტალიელმა სპეციალისტმა სათადარიგოზე დატოვა ნომინალური გარემარბები და სერხიოს გაახსენა ძველი ამპლუის გემო.
ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ არბელოამ და კარვახალმა, სეზონი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ დაიწყეს.ბოლო მატჩების განმავლობაში, ალვარომ რამდენიმე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.თითქმის ანალოგიურის თქმა შეიძლება დანიელზეც, რომელმაც მარჯვნივ სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა.აქედან გამომდინარე, კარლო უკვე განიხილავს მათი შემცვლელის ვარიანტებს.
კარლიტოს რადარზე, ახალგაზრდა ესპანელი მცველი, სეზარ ასპილიკუეტა მოხვდა.ეს უკანასკნელი მოურინიოს ფორმაციის „ჩელსიში“ თამაშობს.24 წლის მცველი, „განსაკუთრებულის“ ნდობა ვერადავერ მოიპოვა.ამიტომაც, სათადარიგო უწევს დროის უმეტესი ნაწილის გატარება.მას ლონდონელებთან 2017 წლამდე აქვს დაკავშირებული მომავალი და მისი ფასი 15 მლნ. ევრომდე მერყეობს.
ამასთანავე, დონ ანჩელოტი აკვირდება მარცხენა გარემარბსაც, რამეთუ კონეტრაუ ახლოსაა გუნდის დატოვებასთან.საუბარია 21 წლის ალბერტო მორენოზე, რომელიც „სევილიაში“ ასპარეზობს და მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.მას რამდენიმე კვირის წინ, „ფურია როხას“ რიგებშიც ჰქონდა დებიუტი, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება, 30 მლნ. ევროს შეადგენს.
დიდი ალბათობით, თუ სერიოზულად გადაწყვიტეს „რელში“ მცველის დამატება, ალვარო არბელოას მოუწევს „ბლანკოსთან“ გამომშვიდობება.
http://deportes.terra.es
- 14 ნოემბერი 2013
- 1 955
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.