მოთხოვნადი ალონსო
ბოლო პერიოდში, ჩაბი ალონსოს მსურველთა რიგები საგრძნობლად გაიზარდა.
ინგლისური, იტალიური და ფრანგული კლუბების წარმომადგენლები, თითქმის ყოველდღიურად ადასტურებენ ბასკისადმი ინტერესს, რომელსაც „ბლანკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.თუ მადრიდული მხარე და ფეხბურთელი გახანგრლივების საკითხებს ვერ მოაგვარებენ, ჩაბი თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რამეთუ მოთამაშისა და გუნდის სურვილი, თანამშრომლობის გაგრძელებაა.
სანამ მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდებიან, მანამდე თვალი გადავავლოთ მის მსურველთა რიგებს, სადაც ყველაზე მეტად, „იუვენტუსი“ აქტიურობს.„ბებერი ქალბატონი“ პირლოს შემცვლელის ძიებაშია.ამ უკანასკნელსაც ზაფხულში ეწურება ტურინში ყოფნის ვადა და როგორც ჩანს, მომავალში აღარ აპირებს იქ თამაშს.გავრცელებული იფნორმაციით, რამდენიმე კვირაიში, „იუვეს“ ბოსები შეხვედრას გამართავენ ესპანურ გრანდთან.
ალონსოს შესაძლებლობით არანაკლებ მოხიბლულია მოიესი.„მანჩესტერის“ დამრიგებელს სჯერა, რომ შეძლებს ფეხბურთელის დარწმუნებას.ანალოგიურ აზრზე არიან, „მილანის,“ „ინტერის,“ „ლივერპულის,“ „მონაკოსა“ და „ჩელსის“ მწვრთნელებიც.
ერთი სიტყვით, ლაზარეთიდან დაბრუნებული ჩაბი, რომელსაც ჯერ კიდევ სრული 90 წუთი არ გაუტარებია მწვანე მინდორზე, ყველაზე მოთხოვნად საყრდენად იქცა.
marca.com, defensacentral
- 14 ნოემბერი 2013
- 1 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.