ოფიციალურად: კარანკა "მიდლრსბოში" იმუშავებს
აიტორ კარანკამ, რომელიც მოურინიოს წასვლის შემდეგ უმუშევარი იყო, სამსახური იშოვა. ის დღეიდან "მიდლრსბოს" მთავარი მწვრთნელია.
"მიდლრსბომ" , რომელიც ინგლისის მეორე დივიზიონში გამოდის, მთავარ მწვრთნელად აიტორ კარანკა აიყვანა. დღეს კლუბმა ოფოციალურად წარადგინა თავისი ახალი მთავარი მწვრთნელი.
"სამი წლის მანძილზე მე ჟოზე მოურინიოსთან ერთად ვმუშაობდი. ამ ხნის განმავლობაში ის ძალიან მეხმარებოდა და მისგან და მისი კლუბისგან უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე და ეხლა ვთვლი, რომ მე მზად ვარ."
"ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ვინაიდან პირველ რიგში სამსახური ვიშოვე, მეორეც მოვედი კლუბში, რომელიც ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პირობები, განსაკუთრებული სტადიონი და ყავს განსაკუთრებული გულშემატკივრები. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემს ცხოვრებაში"
"მე რეკომენდაცია აქ გადმოსვლაზე , ჟოზე მოურინიომ გამიწია. მას, ისევე როგორც მე, მჯერა იმ პროექტის, რომელიც ამ კლუბს გააჩნია."
- 13 ნოემბერი 2013
- 1 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.