კასილასი: "გვინდა ხელახლა შევქმნათ ისტორია"
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა. ფორმის პრეზენტაციას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ფორმა მთლიანად წითელი იქნება და მას მოშორდება ლურჯი ხაზები, რომლებიც წინა ფორმას ქონდა.
"ჩვენ გვიხარია ახალი ფორმა და ძალიან მოგვწონს ის. მოუთმენლად ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატს. გვინდა, რომ ბრაზილიაში რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიოთ და ახალი ისტორია შევქმნათ"-განაცხადა იკერ კასილასმა ახალი ფორმის პრეზენტაციისას.
"ესპანეთს ევალება , რომ ეს ტიტული დაიცვას. არის ბევრი გუნდი, რომელიც ამაში შეგვეცილება. მოდით კიდევ ერთხელ შევძლოთ ეს. რატომაც არა?"-აღნიშნა სერხიო რამოსმა.
"მე მართლაც მინდოდა, რომ შევერთებოდი ამ ნაკრებს. მინდა კარგი სეზონი მქონდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდე. ვერ მივიღე მონაწილეობა კონფედერაციის თასზე და ეს ძალიან განვიცადე."-განაცხადა ხაბი ალონსომ.
- 13 ნოემბერი 2013
- 2 018
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.