Cadena SER: „რეალი“ და „ბარსელონა“ ლევანდოვსკისთვის იბრძვიან
მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა", დორტმუნდის "ბორუსიის" თავდამსხმელისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის იბრძვიან.
"ბორუსის" თავდამსხმელისთვის ორი ესპანური გრანდი იბრძვის. ესპანური რადიოსადგურის Cadena SER-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის სასტიკი ბრძლა მიმდინარეობს პოლონელი თავდამსხმელისთვის.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლევანდოვსკი "ბაიერნში" აპირებდა გადასვლას, მაგრამ გერმანული პრესის ცნობით, პეპ გვარდიოლა კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას არ აპირებს. ამდენად, ლევანდოვსკის მთავარი პრეტენდენტი ორი გუნდი, "რეალი" და "ბარსელონა" რჩება. ორივე გუნდი მზად არის ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ ფეხბურთელი თავიაანთ ბანაკში გადასვლაში დაითანხმოს.
იანვრიდან ლევანდოვსკის უფლება აქვს მოლაპარაკებები ნებისმიერ გუნდთან დაიწყოს, რადგან მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მას ნებისმიერ კლუბში გადასვლა შეეძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით, 2014 წლის ზაფხულში.
- 13 ნოემბერი 2013
- 2 098
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.