„არსენალი“: არა 22, არამედ 27 მლნ ფუნტი ბენზემას სანაცვლოდ
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის შეძენის შანსს ხელიდან არ უშვებს.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "მეთოფეები" "სამეფო კლუბის" ფორვარდის შეძენას მომავალი წლის იანვარში აპირებენ. "არსენალი" ბენზემას ტრანსფერში, ინფორმაციის თანახმად, მზად არის 22 მილიონი ფუნტი დახარჯოს.
თუმცა, დღეს გავრცელებული ახალი ინფორმაციის თანხმად, "მეთოფეები" მზად არიან ბენზემასთვის უფრო მეტი თანხა გაიღონ. ახლა საქმე ეხება 27 მილიონ ფუნტს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის შეძენის ინიციატორი არსენ ვენგერია. ვენგერს თავის გუნდში ბენზემას ხილვა სურს, რაც კარგად ცნობილია "არსენალის" ხელმძღვანელობისთვის. "მეთოფეების" ბოსი მხარს უჭერს ვენგერს კარიმის ტრანსფერში და იმედოვნებს, რომ ფრანგის შეძენას "რეალიდან" 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეძლებს.
- 13 ნოემბერი 2013
- 1 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.