კარანკა ინგლისში გადადის
BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, „ჩემპიონშიფში“ მოასპარეზე „მიდლსბროს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება.
ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე გუნდს, 40 წლის აიტორ კარანკა ჩაუდგება სათავეში.თავიდან, საუბარი იყო, რომ მოურინიოს ყოფილი ასისტენტი „კრისტალ პალასს“ ჩაიბარებდა, თუმცა როგორც ჩანს, გამოცემები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
„მილსბრო“ ჩემპიონატში მე-16 საფეხურზეა და მიმდინარე სეზონში, დაწინაურების შანსი დაკარგული აქვს.
წარმატებები ბასკ დამრიგებელს, რომელიც 3 წლის განმავლობაში „რეალში“ მუშაობდა.
- 13 ნოემბერი 2013
- 1 215
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.