„იუვე“ ალონსოთი კვლავ ინტერესდება
ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, ძალიან სურს ჩაბი ალონსოს გადაბირება.
მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო, არ ახანგრძლივებს თავის კონტრაქტს ესპანურ კლუბთან, ხოლო მის მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ძალიან ბევრი პრეტენდენტი ჰყავს, მას მაინც სურს მადრიდში დარჩენა.
იმ კლუბებთაგან, რომელთაც ალონსოს შეძენა სურთ, ერთ-ერთია იტალიური "იუვენტუსი". ანტონიო კონტე ბასკში ანდრეა პირლოს სრულყოფილ შემცვლელს ხედავს და აპირებს ალონსოს დარწმუნებას იმაში, რომ მან არ განაახლოს კონტრაქტის მადრიდულ კლუბთან და მომავალი წლის ზაფხულში, იტალიურ გრანდში უფასოდ გადმოვიდეს.
- 12 ნოემბერი 2013
- 1 437
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.