პორტუგალიამ შვედეთისთვის მზადება დაიწყო
პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფებისთვის მზადება დაიწყო.
თანამემამულეებს შეუერთდნენ მადრიდისტებიც, რომელთაგან კოენტრაუ სპეც.ვარჯიშით იყო დაკავებული, ხოლო რონალდუ და პეპე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ.ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა მარცხენა განაპირა მცველი, 15 ნოემბრამდე გამოჯანმრთელებას.ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან, მხოლოდ კოეს ასპარეზობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ ვარჯიშის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ფენერბახჩეში“ მოთამაშე ბრუნო ალვეშმა, დასძინა, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც „ოქროს ბურთი“ ეკუთვნის, ეს რონალდუა.
პაულუ ბენტუს შეგირდები, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, პირველ დაპირისპირებას შინ გამართავენ.
marca.com
პ.ს. გამომდინარე იქედან, რომ მოახლოვებული თამაშები რამდენიმე მადრიდელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვეცდებით, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ მათზე.
- 12 ნოემბერი 2013
- 1 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.