ხესემ და კაზემირომ ყველაზე ცოტა ითამაშეს
მიმდინარე სეზონში, ხესე როდრიგესმა და კაზემირომ მოედანზე ყველაზე ცოტა დრო გაატარეს.
გარდა ხესუს ფერნანდესისა, რომელმაც არც-ერთი წუთი არ ითამაშა ლა ლიგაში, კარლო ანჩელოტიმ მის გარდა ხელთ არსებული ყველა ფეხბურთელი გამოიყენა. მადრიდის "რეალის" 23 ფეხბურთელიდან, 22 უკვე ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში. ვის აქვს მათგან ნათამაშები ყველაზე ცოტა? ასეთი ფეხბურთელები არიან ხესე და კაზემირო.
ახალგაზრდა ესპანელმა მხოლოდ 59 წუთი ითამაშა, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კი 81 წუთი. ბოლო მატჩი მან 1 სექტემბერს, "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩაატარა. მას შემდეგ ბრაზილიელი "რეალის" მაისურით მწვანე მინდორზე აღარ გამოჩენილა.
ანჩელოტი ირწმუნება, რომ არც-ერთი მათგანი იანვარში კლუბს არ დატოვებს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. გუნდის ძირთად შემადგენლობაში ხესეს, კონკურენციის გაწევა უწევს დი მარიასთან, კრიშტიანუ რონალდუსთან, გარეთ ბეილთან და კარიმ ბენზემასთან, ხოლო კაზემიროს კი ეხლახან დაბრუნებულ ჩაბი ალონსოსთან. დამეთანხმებით და ამ ფეხბურთელებთან კონკურენციის გაწევა ახალგარზდა ფეხბურთელებისთვის ძალიან რთული და დამღუპველია. სამეფო თასის მომავალ მატჩში, მათ შეიძლება თავიაანთი შესაძლებლობების გამოვლენის ახალი შანსი მიეცეთ.
- 12 ნოემბერი 2013
- 1 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.