„ვესტ ჰემს“ ხესეს არენდით აყვანა სურს
ინგლისურ კლუბს, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ხესე როდრიგესის არენდით აყვანა იანვარში სურს.
თქვენთვისაც ცნობილია, რომ ახლაგაზრდა ესპანელი მადრიდში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. სეზონის დასაწყისიდან, ფეხბურთელს მოედანზე 100 წუთიც კი არ გაუტარებია, აქედან გამომდინარე აშკარა ხდება, რომ როდრიგესი ნამდვილად არ შედის კარლო ანჩელოტის გეგმებში. ახალგაზრდა ესპანელი, კლუბს სამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სავარაუდოდ არენდით დატოვებს.
ამ ეტაპზე ხესეს მთავარი პრეტენდენტი "ვესტ ჰემია", რომელსაც ფეხბურთელის არენდით აყვანა იანვარში სურს. როგორც Daily Star იტყობინება, ფეხბურთელს პირადად სურს ლონდონელების მთავარ მწვრთნელთან, სემ ალარდაისთან შეხვედრა.
- 12 ნოემბერი 2013
- 1 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.