CristianOROnaldo - ოქროს რონალდუ

2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფების დაწყებამდე, საფეხბურთო სამყაროში, „ოქროს ბურთი“ ყველაზე აქტუალური თემაა.

უწინარესად გეტყვით, რომ „ფიფასა“ და „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებულ ყოველწლიურ ჯილდოსთვის, 23 ფეხბურთელი იბრძოლებს.წელს, პირველად, ფინალურ სტადიაზე სამის ნაცვლად, 5 ფეხბურთელი გავა.საუკეთესოების არჩევაში კი, ეროვნული ნაკრების კაპიტნები, მწვრთნელები და ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას.ნიშანდობლივია, რომ ჩამოთვლილმა პირებმა, საკუთარი ხმები 15 ნოემბრამდე უნდა დააფიქსი რონ, რის შემდეგაც მოხდება მათი შეჯამება, ხოლო იანვარში სპეციალურად გამართულ ცერემონიალზე, საუკეთესო შედეგის მქონე ფეხბურთელის დაჯილდოვება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოქროს მოგების პრეტენდენტებში, თვიდანვე 3 ფავორიტი გამოიკვეთა - რიბერი, რონალდუ და მესი.გამომდინარე იქედან, რომ ამ უკანასკნელმა რამდენიმე კვირიანი ტრავმა მიიღო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისთვის 1-2 ადგილი მიუღწეველი დარჩება.შესაბამისად, რჩებიან ფრანგი და პორტუგალიელი.ჩვენი აზრით, საუკეთესოობა არავის უნდა დაუთმოს კრიშტიანუმ და პოზიციის გასამყარებლად, რამდენიმე მიზეზს გთავაზობთ.

დავიწყოთ იქედან, რომ „ოქროს ბურთი“ მთელი თავისი შინაარსით, ინდივიდუალური ტიტულია და არა საკლუბო.ამ თვალსაზრისით, 2013 კალენდარული წლის განამვლობაში, კრიშტიანუ რონალდუს ციფრებს ბადალი არ ჰყავს - 53 თამაში (46 „რეალის“ რიგებში, ხოლო 7 პორტუგალიის) 63 გოლი (56 „რეალის“ რიგებში, ხოლო 6 პორტუგალიის).მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რიბერი (47 მატჩში 20 გოლი) და მესი (47 შეხვედრა და 45 გოლი).

მოგეხსენებათ, ბუქმეიქერულმა კანტორებმა ფავორიტად ფრანგი შერაცხეს და დიდი ალბათობით, მისი პირველობა „ბაიერნის“ მიღწევებიდანაა გამომდინარე.გასაგებია, რომ მიუნხენელებმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგეს, მაგრამ მათი სიძლიერის დასამტკიცებლად, „ფიფას“ ეს ჯილდო ნამდვილად არ გამოდგება.თუ აღნიშნულ ფრაზას ვინმე ნეგატიურად უყურებს, მოვიყვანთ რამდენიმე პრეცედენტს.მაგ: გავიხსენოთ, 2010 წელი, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალი მოიგო, სადაც ჩავი და ინიესტა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეები გახლდათ, თუმცა „ოქროს ბურთი“ მესის გადასცეს, რამეთუ ინდ.კუთხით, არგენტინელი სხვა სიმაღლეზე იდგა.მსგავსი სიტუაცია განმეორდა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც, სადაც ინიესტას კვლავ თანაგუნდელმა აჯობა.მოკლედ, ეს 2 შემთხვევაში საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ „ოქროს ბურთი“ ფეხბურთელის ინდივიდუალური შედეგების საზომია.

თუ მანდამაინც კლუბისკენ გადავიხრებით, აქაც რონალდუ აშკარად ჯაბნის მეტოქეს, რამეთუ „ელ ფერარის“ წვლილი „რეალის“ შედეგებში გაცილებით დიდია, ვიდრე რიბერის, რომელიც „ბაიერნის“ წარმატების ერთადერთი საფუძველი ნამდვილად არ ყოფილა.ანალოგიური ჯაფა გასწია რობენმაც, რომელიც ხუთეულშიც კი არავის შეჰყავს.

ამას ისიც ემატება, რომ ფრანკი და კრიშტიანუ, მწვანე მინდორზე თითქმის ერთი და იმავე ამპლუის ბინადარნი არიან, თუმცა რონი 2-ჯერ უფრო შედეგიანი გახლდათ, ვიდრე მისი კონკურენტი.„რეალის“ რიგებში შეყრილი 53 გოლიდან, რონალდუმ 33 მარჯვენა ფეხით გაიტანა, 13 მარცხენათი, ხოლო 10 თავით, რაც იმის მაუწყებელია, რომ ის გაცილებით მრავალფეროვანია თავის საქმეში და სანახაობრივი თვალსაზრისითაც, ბევრად აღემატება ბუნდეს ლიგაში მოთამაშეს.

და ბოლოს, ხმის მიცემის დრო, არ შეიძლება გათვალისწინებული არ იქნას, რონალდუს ბოლო წლების შედეგი (2011 წ; 60 მატჩი, 60 გოლი. 2012; 71 მატჩიი, 63 გოლი), რომელიც უზარმაზარი ჩრდილის ქვეშ აყენებს რიბერის მწირ მონაგარს (2011 წ; 50 მატჩი, 15 გოლი. 2012; 60 მატჩი, 16 გოლი).

პ.ს. გამომდინარე იქედან, რომ გამოკითხვა 15 ნოემბერს შწყდება, საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფების შედეგები, ვერანაირ ზეგავლენას იქონიებენ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულზე.

MARCA.COM

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)