მოდრიჩი: „მადრიდში ბედნიერი ვარ“
მადრიდისტა ლუკა მოდრიჩი ხორვატიაში იმყოფება და თანამემამულეებთან ერთად, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფებისთვის ემზადება.
„მიმდინარე სეზონი ნაყოფიერად დავიწყე.კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, თუმცა იდეალურობამდე ბევრი მიკლია.არის რაღაც ასპექტები, რისი გაუმჯობესებაც მესაჭიროება.ლონდონში თავს კომფორტულად ვგრძნობდი.ანალოგიურს ვიტყვი მადრიდზეც, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს.“
„წინ რთული სანაკრებო ბატალიები გველოდება.მძიმე მეტეროლოგიურ პირობებში მოგვიწევს თამაში, თუმცა ეს მასპინძლებისთვისაც დაბრკოლება იქნება.სავალდებულოა მატჩების მოგება და მუნდიალის საგზურის მოპოვება.ამით უნდა გადავუხადოთ მადლობა ქომაგებს, მათი მხარდაჭერისათვის.დიდ პატივს ვცემთ ისლანდიელებს, რომლებიც აგრესიულად აგორებენ ბურთს.ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება, მათ კლასზე მეტყველებს.“
merengues.ru
- 12 ნოემბერი 2013
- 1 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.