ბუქმეიქერებმა რიბერი გააფავორიტეს
ბუქმეიქერულმა კანტორებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება 2013 წლის „ოქრო ბურის“ გამარჯვებულთან დაკავშირებით.
საინტერესოა, რომ შემოთავაზებული კოეფიციენტების მიხედვით, არც მეტი არც ნაკლები, ფავორიტი ფრანკ რიბერია, რომელიც ინდივიდუალური მაჩვენებლით (45 თამაშში 20 გოლი) ვერ დაიტრაბახებს, თუმცა 2013 წელს ყველა ტიტულის მოგება მოახერხა.ფრანგის მოგებაზე, 1.90-ა დაწესებული.
2.50 კოეფიციენტი მიანიჭეს მესის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლაზარეთში შეაბიჯა ფეხი და მის გამოჩენას მიმდინარე წელს აღარ ელიან.არგენტინელმა 47 მატჩში 45 გოლი გაიტანა და ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრავმის გამო, სამეულშიც კი მოხვდეს.
რაც შეეხება რონალდუს, ის ფავორიტებში მესამე ადგილს იკავებს და მის გამარჯვებას 7.00 კოეფ. მიანიჭეს.ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულია ბუქმეიქერებისა ამგავრი მიდგომა პორტუგალიელისადმი, რამეთუ საქმე გვაქვს, პრიმერა დივიზიონის, ჩემპიონთა ლიგისა და 2013 წლის (53 შეხვედრაში 62 გოლი) მოქმედ ბომბარდირთან.
დარჩენილ ადგილებზე, იბრაჰიმოვიჩი, რობენი, ნეიმარი, ბეილი. შვაინშტაიგერი, ლევანდოვსკი, ფალკაო, ვან პერსი, ინიესტა, პირლო, იოზილი, ჩავი, კავანი და ტურე მოდიან.
marca.com
- 12 ნოემბერი 2013
- 3 159
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.