„რეალმა“ პეპეს და კოენტრაუს ხელფასი გაუზარდა
მადრიდის "რეალმა", პორტუგალიელ მცველებს კეპლერ პეპეს და ფაბიო კოენტრაუს, გაუუმჯობესა კონტრაქტი ფინანსური საკითხის მხრივ.
ხორხე მენდეს, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელის აგენტმა, შეთანხმებას მიაღწია "სამეფო კლუბთან", იტყობინება O Jogo.
ზუსტად რამდენით გაიზარდა ფეხბურთელების ხელფასი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა ცნობილია, რომ მოთამაშეების კონტრაქტის გადახედვის მიზეზი მხოლოდ ფინანსური საკითხი გახდა. ამავე დროს გაუმჯობესდა კრიშტიანუ რონალდუს პირობები, ხელფასი გაეზარდა ასევე გარეთ ბეილს.
მანამდე, კოენტრაუმ "რეალის" დატოვების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ეს აღარ მოხდება. მარცხენა მცველის კონტრაქტი "თეთრებთან" გათვილი არის 2017 წლამდე, ცენტრალური მცველის კი 2016 წლამდე.
ამ სეზონში, პეპემ ესპანეთის ჩემპიონატში ჩაატარა 11 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი დაა გააკეთა ორი საგოლე გადაცემა. ფაბიო კონტრაუმ კი ლა ლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.
- 12 ნოემბერი 2013
- 1 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.