ფიგუ: „სათადარიგოზე პერესმა დამსვა“
ლუიშ ფიგუ და ხუან მატა, ერთ-ერთი ფონდის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდნენ, რომელიც მიზნად ისახავს აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.
აღნიშნულით ისარგებლეს ჟურნალისტებმა და სამეფო კლუბის ყოფილ ფეხბურთელს კითხვები მიაყარეს.უწინარეს ყოვლისა, მას-მედიის წარმომადგენელმა, პორტუგალიელს რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვების დამოწმება სთხოვა.არვიცი, რამდენად საქმის ყურში ხართ, მაგრამ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ფიგუმ დასძინა, რომ წლების წინ, მისი სათადარიგო სკამზე დასმა, სწორედ ფლორენტინო პერესის ერთპიროვნული გადაწყვეტილება გახლდათ.თავის მხრივ, ესპანელმა კორესპონდენტებმა, ლუიშის განცხადებასა და კასილიასის სიტუაციას შორის პარალელი გაავლეს და შესაბამისად წამოიჭრა ახალი თემი.
„აღნიშნულ საკითხზე ბევრი მისაუბრია.ის უკვე წარსულია და ყურადღების გამახვილე აღარ ღირს.საჭიროა მომავლისაკენ ხედვა.“
„კასილიასი მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით, მე მხოლოდ ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შემიძლია საუბარი.დიდ პატივს ვცემ კლუბის პრეზიდენტს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მას, მაგრამ სხვა თემაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.ეს მე არ მეხება.“
„ვფიქრობ, „ფიფას“ პრეზიდენტს ყურადღება მართებს, მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისას.ფაქტია, რომ მისმა სიტყვამ ნეგატიური ემოციები გამოიწვია ქომაგებში.ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი კრიშტიანუს შესაძლებლობებში.ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.იმედია, ბლატერიც ასე ფიქრობს.“
„„ოქროს ბურთის“ ირგვლივ დიდი დებატები მიმდინარეობს.სიმართლე გითხრათ, არვიცი რა კრიტერიუმებით ხდება ფეხბურთელების შეფასება, თუმცა კარიერაში ერთხელ, წილად მხვდა ეს ჯილდო, რის გამოც ბედნიერი ვარ.არავინ იცის, ვინ გახდება საუკეთესო 2013 წელს - რონალდუ, რიბერი თუ მესი.ვფიქრობ, კრიშტიანუს ყოველ წელს აქვს ამის შანსი.არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ევალება ამ საკითხის გადაწყვეტა, ამიტომაც ბევრს ვერაფერს გეტყვით.ფაქტი ერთია, რონალდუს გააჩნია იმის ყველანაირი რესურსი, რომ მოიპოვოს „ოქროს ბურთი.““
as.com
- 12 ნოემბერი 2013
- 3 113
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.