მოტათი "რეალი" დაინტერესდა
როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, ტიაგო მოტა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს.
ფრანგული გამოცემა L'Équipe იტყობინება, რომ "პსჟს" იტალიელი ფეხბურთელით მადრიდის "რეალი" დაინტერესდება იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ შეძლებს. მოტას მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2015 წლის 30 ივნისს ეწურება. ამ ეტაპზე, მხარეები შეთანხმებასთან შორს არიან.
ცოტა ხნის წინ, მოთამაშემ თავად განაცხადა, რომ "მე ბედნიერი ვარ პარიზში და ჩემი წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ კლუბთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ არ გვაქვს მიღწეული არავითარი შეთანხმება. მე მინდა აქ დარჩენა, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მეორე კლუბს ვიპოვი. ცხოვრება გრძელდება და ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ."
ამდენად, L'Équipe ირწმუნება, რომ მადრიდელებს უკვე მიმართა თხოვნით კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არის ნახევარმცველი, რომელსაც დაბალანსების უნარი შესწევს და რომელსაც კარგად შეუძლია გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელის ჩანაცვლება.
მოტა უკმაყოფილოა თავისი ხელფასით კლუბში, ვინაიდან ფეხბურთელი თვეში 330.000 ევროს იღებს ხელფასის სახით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მაშინ მადრიდის "რეალმა" შესაძლოა ეს ტრანსფერი 10-12 მილიონ ევროდ განახორციელოს.
- 12 ნოემბერი 2013
- 1 498
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.