ვალდესს სურს კრისტიანომ "კლასიკოში" ითამაშოს
"ელ კლასიკომდე" თერთმეტი დღე რჩება. "ბარსელონას" გოლკიპერ ვიქტორ ვალდესს სურს ამ შეხვედრაში მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომაც ითამაშოს. ესპანელ კიპერს მოსწონს ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ ასპარეზობა.
"დიდ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. პირადად ძალიან მომწონს ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში" – აცხადებს კატალონიელთა კიპერი.
ვალდესის თქმით, კრისტიანოს მოედანზე ყოფნა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს "რეალს". ვიქტორი დიდი მატჩის მოლოდინშია.
"ბოლო დროს რონალდოს ტრავმის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ პრესის წარმოომადგენლები. უფრო მნიშნელოვანი კი ავიწყდებათ".
"რეალთან" თამაშამდე "ბარსელონა" შინ "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის მატჩში უმასპინძლებს მილანის "ინტერს". ვალდესმა კატალონიელ ფანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ესპანელმა მეკარემ ეტო'ოზეც ისაუბრა: "ის ყველაფერს გააკეთებს, რათა გოლი გაიტანოს ჩვენს კარში".
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 18 ნოემბერი 2009
- 3 417
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.