Déjà vu ისკოსთვის
ევროპის ჩემპიონატის (21 წლამდელებში) საუკეთესო მოთამაშის მადრიდული კარიერა, ჯერჯერობით უცნაურად ვითარდება.
ფრანცისკო რომან ალარკონმა სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სათადარიგო სკამის ფეხბურთელად იქცა, რაც მისთვის ახალი ხილი ნამდვილად არ გახლავთ.
ვალენსიიდან „მალაგაში“ გადაბარგების პირველ სეზონში, მანუელ პელეგრინი ახალგაზრდა ნახევარმცველს დიდი ნდობით არ უყურებდა.ბუნებრივია, ჩილელი სპეციალისტი კასორლას სამუშაოს გარეშე დატოვებასაც არ აპირებდა, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა.დიდებული თამაშის წყალობით, ისკომ დამრიგებლის გული დაიპყრო და სასტარტოს უცვლელი წევრი გახდა.
რაც შეეხება ანჩელოტის, იტალიელი ჩინებულად იცნობს ფეხბურთელს და იცის მისი შესაძლებლობების შესახებ.სეზონის დებიუტში, ისკო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.სანამ კრიშტიანუ ათამაშდებოდა, „რეალი“ ქულებს სწორედ მისი წყალობით აგროვებდა, თუმცა ტაქტიკის ცვლილებამ, ფრანცისკო „შეიწირა.“
რამდენ ხანს გაგრძელდება ისკოს უქმობა ვერ გეტყვით, თუმცა მისი ტალანტიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს პოტენციალი, ნებისმიერ მოთამაშეს დიდი კონკურენცია გაუწიოს სასტარტოში ადგილისათვის.
marca.com
- 11 ნოემბერი 2013
- 2 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.