"რეალი" შეფერს აკვირდება
მადრიდის "რეალი" ბოლო ხანს აქტიურად აკვირდება "ვოლფსბურგის" მარცხენა მცველ მარსელ შეფერს.
"რეალის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი არაა კმაყოფილი გუნდის მარცხენა მცველების – დრენტესა და მარსელოს თამაშით. ამიტომ ამ პოზიციაზე ეძებს კანდიდატებს. Marca-ს ცნობით, რეალური კანდიდატი მარსელ შეფერია, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს არ სურთ ფეხბურთელის გადაბირება მომავალ ზაფხულამდე.
25 წლის მცველი "ვოლფსბურგში" 2007 წელს გადავიდა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ასე, რომ უცნობია დათანხმდება თუ არა გერმანული კლუბი შეფერის გაშვებას.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
ესეც ჩემი მე–1000 სტატიააა!!!
- 18 ნოემბერი 2009
- 3 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.