კრიშტიანუ პირველობაზე ოცნებობს

„მინდა ვიყო საუკეთესო მეგოლე „რეალის“ ისტორიაში“ - აღნიშნული დევიზით მოასპარეზე პორტუგალიელი, რეკორდს რეკორდებზე ამხობს.

სამეფო კლუბში გადმოსვლის დღიდან, კრიშტიანუმ 216 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ხოლო აქტივში 225 გოლი ჩაიწერა.საშუალოდ ერთ მატჩში შეგდებული ბურთის მიხედვით (1.08), რონალდუ საუკეთესო „ბლანკოსის“ ისტორიაში, თუმცა მის წინ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაულის მიღწევის დაპყრობაა.

მოგეხსსენებათ, ამ მომენტისათვის, „ელ კლასიკო“ „რეალის“ მთავარი მეგოლეა 323 გოლით.აღსანიშნავია, რომ მოცემული რაოდენობის გოლების დაგროვებას, რაულმა 741 თამაში და 16 წელი მოანდომა.

მსგავს კონდიციებში მყოფი „ელ ფერარი,“ „ელ კაპიტანოს“ უკან ჩამოტოვებას, 2015 წელს შეძლებს.ნიშანდობლივია, რომ გამადრიდელებს შემდეგ, პორტუგალიელი ყოველ წელს უფროდაუფრო უმატებს გოლაობას.„მანჩესტერში ასპარეზობის ჟამს, მისი საუკეთესო მაჩვენებელი, სეზონში 35 გოლი იყო, ხოლო „ნისლიანი“ ალბიონის დატოვების შემდეგ, თუ არ ჩავთვლით პირველ სეზონსა და 56 დღიან ტრავმას, რონალდუ 60 გოლზე ნაკლებით არ ასრულებს საფეხბურთო წელიწადს.

as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)