კაკა გუნდს დაუბრუნდა
მანუელ პელეგრინი შეგირდებს შაბათს "რასინგთან" გასამართი მატჩისთვის ამზადებს.
ჩილელმა სპეციალისტმა დღის ვარჯიში ცხრა ფეხბურთელის გარეშე გამართა, რომლებიც ისევ თავიანთ ნაკრებებთან ერთად იმყოფებიან. სიახლე ის არის, რომ გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი კაკა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებში ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა. ბოლო შეხვედრაში "პენტაკამპეონებმა" ომანი დაამარცხეს (2:0). რიკარდო სრული დატვირთით შეუდგა ვარჯიშს.
ასევე "ვალდებებასის" გაზონზე გამოჩნდა კრისტიანო რონალდო. ფეხბურთელი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშს. ბურთთან ვარჯიშის შემდეგ ის გაემართა სპორტდარბაზში, რათა ექიმ ვან დეიკის მიერ დავალებული შეასრულოს.
გონსალო იგუაინს ფეხის მცირედი ტკივილები აწუხებს. მან ფეხი არგენტინა–ესპანეთს შორის გამართულ შეხვედრაში იტკინა. გუნდი ელოდება ნაკრებში წასულ ფეხბურთელებს, რათა სრულად განაგრძონ მზადება სანტანდერელებთან სათამაშოდ. "რეალს" წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 18 ნოემბერი 2009
- 3 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.