რონალდუ: „„ოქროს ბურთი“ არ მაღელვებს“
კრიშტიანუ რონალდუმ, "სოსიედადის" განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"სიმართლეა ის, რომ 4:0-ის შემდეგ თამაში უფრო ნელი გახდა. გოლების შემდეგ ტემპი დავაგდეთ, თუმცა დღევანდელი თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. გუნდი საკუთარ თამაშს პოულობს. მისია შევასრულეთ და მოვიგეთ. ძალიან გახარებულები ვართ. სეზონი კარგად მიმდინარეობს."
"აღელვებული ვარ, მაგრამ რაც მთავარია, თამაში შევძელი. ბეილი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენთვის ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ის ძალიან კარგად თამაშობს და მასთან ერთად მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. ასევე, კარგად ვგრძნობ თავს დი მარიასთან და ბენზემასთან ერთად."
"ოქროს ბურთზე" და ბლატერზე, რონალდუმ განაცხადა: "არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ადრე ვთქვი, ყველაფერის ჩვენებას მოედანზე ვეცდები. ასე რომ, მე მხოლოდ მოგება და გუნდის დახმარება მსურს.„ოქროს ბურთი არ მაღელვებს"
ბოლოს, მან პორტუგალიის ნაკრებზე ისაუბრა: "წინ 2 ურთულესი მატჩი გველის შვედეთის წინააღმდეგ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს მატჩები, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გვინდა. საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ."
წყარო: Realmadrid.com
- 9 ნოემბერი 2013
- 3 449
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.