არასატე: „„რეალი“ შეტევაში შეუჩერებლია“

„რეალ სოსიედადის“ დამრიგებელმა ხაგობა არასატემ, „რეალთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა.

ჯერ მანჩესტერი, ახლა რეალი: „„იუნატედი“ და „ბლანკოსი“ რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ორივე ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ინგლისელებმა გაცილებით უკეთესად იციან თავდაცვა, ხოლო რაც შეეხება შეტევას, აქ პირიქითაა.“

დაცვა თუ თავდასხმა: „ვეცდებით, რომ „ბერნაბუზე“ ორივე კომპონენტში ეფექტურები ვიყოთ.“

მოურინიო ანჩელოტის წინააღმდეგ: „ყოველთვის ადვილია მხარეების შედარება, თუმცა ფაქტია, რომ ამჟამინდელი ფორმაციის მადრიდი ბევრ გოლს უშვებს, თუმცა წინ ძალიან ძლიერები არიან.“

მადრიდელთა კრიზისი: „(იცინის).ბოლო 2 საშინაო მატჩში, „რეალმა“ თამაშის საშუალება არ მისცა „მალაგას,“ ხოლო „სევილიას“ 7 გოლი გაუტანა.მათ ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავთ, რომელშიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები ირიცხებიან.ვფიქრობ, ისინი შეტევაში შეუჩერებელნი არიან და ეს არა ერთხელ დაამტკიცეს.“~

ბეილი, ბენზემა და რონალდუ: „სამი დიდებული მოთამაშე, რომელთ განეიტრალებაც ურთულესია.მაქსიმალურად ვეცდებით, სივრცეების ჩაკეტვასა და თამაშში ხელის შეშლას.“

ილიარამენდი: „ცოტა უცნაურია, რომ ის საწინააღმდეგო მხარეს იმყოფება.ბუნებრივია, მასთნ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მოედანზე ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.“

გრანერო: „ესტებანს ხშირად ვესაუბრები.ის განიცდის თავის ტრავმას.უნდა აღინიშნოს, რომ გრანერო ნამდვილი მადრიდისტაა.მისგან ხშირად ვიღებთ რჩევებს სხვა გუნდების შესახებ.“


as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (70)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)