"ფურია როხა" "ერნსტ ჰაპელზე" ბრუნდება

ვისენტე დე ბოსკეს გავწრთნილი ესპანეთის ეროვნული ნაკრები, დღეს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ავსტრიაში.დაპირისპირება ადგილობრივებსა და პირინელეებს შორის სტადიონ "ერნსტ ჰაპელზე" შედგება, სადაც ესპანელებმა 2008 წლის ევროპის პირველობის ფინალი მოიგეს.

ფეხბურთელების განცხადებით, ისინი მოხარულნი არიან ამ იღბლიან არენაზე დაბრუნებით.შეგახსენებთ, რომ ხუთივე მადრიდელი, რომლებიც ახლა ნაკრებთან ერთად არიან ვენაში, იღებდნენ მონაწილეობას გასული წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

დელ ბოსკე არგენტინიაზე 2-1 გამარჯვების შემდეგ ამჯერად ასვტრიის დამარცხებას შეეცდება.მას შემადგენლობიდან კარლეს პუიოლი გამოაკლდა, რომელმაც წინა პაექრობაში მუხლი დაიზიანა (ამ უკანასკნელს ალბიოლი შეცვლის).მწვრთნელის განკარგულებაში კვლავ არ არის ასევე ტრავმირებული ფერნანდო ტორესი.

აქვე საინტერესო ფაქტსაც გეტყვით.1999 წელს, ამ ნაკრებებს შორის დაპირისპირება პირინეებზე გაიმართა, სადაც მასპინძლებმა 9-0 გაანადგურეს მოწინააღმდეგე.

ამხანაგური მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.ფეხბურთელები და გულშემატკივრები პატივს მიაგებენ "ჰანოვერის" გარდაცვლილი მეკარის, რობერტ ენკეს, ხსოვნას.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)