კარლო: „იკერი არსად მიდის“
პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის მატჩამდე, კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
სხვაობა: „ვერ დაგეთანხმებით, რომ „რეალი“ განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, გუნდის შედეგი დამაკმაყოფილებელია.მართალია, „გალათასარაისთან“ მატჩის პირველ ნახევარში, პრობლემებს გადავაწყდით, მაგრამ შესვენების შემდეგ დაწყებული პროგრესი, სხვა შეხვედრებზეც გავრცელდა.რაც შეეხება პრიმერას, ვცდილობ, აქა გავიუმჯობესოთ სიტუაცია.“
კაზემირო: „მასთან განათხოვრების საკითხებზე არ მისაუბრია.ბრაზილიელმა იცის, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა რთულია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მის პოზიცია ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ირიცხება, დაცდა მოუწევს.“
სოსიედადი: „ბასკებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ.ისინი სწრაფი ფეხბურთის ხარჯზე, ჩემპიონთა ლიგაზე სანახობრივად თამაშობენ.ვფიქრობ, მომავალი დაპირისპირება ერთგვარი ტესტი იქნება „ბლანკოსისთვის.“ვეცდებით, პირველი წუთებიდან ინტენსიურად თამას.“
ტრავმები: „კრიშტიანუს გარკვეული დაზიანება აღენიშნებოდა ფეხზე, თუმცა არა მგონია, ამან ხელი შეუშალოს ფეხბურთელს „სოსიედადთან“ შეხვედრაში.ამასთანავე, ვარჯიშზე დისკომფორტი განიცხადეს ხედირამ და მარსელომ.“
ჩაბის 90 წუთი: „ალონსო თავს კარგად გრძნობს და მზადაა საწყისი წუთებიდან ჩაერთოს თამაში.თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ბასკი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სრულად ითამაშებს.მისი გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს ილიარა, რომელსაც დასახვეწი აქვს ჩაბისნაირი შორეული პასები, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ სასარგებლოა.ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშე ალონსოს გვერდით დიდ პროგრესს მიაღწევს.“
ისკო: „ყოფილმა მალაგელმა ბოლოს „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშა.მან ფიზიკური პრობლემები უკან მოიტოვა და სრულ მზადყოფნაშია.“
კასილიასი შალკეში: „„იუვესთან“ ნამატჩევს, იკერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი სურვილია დარჩენა.“
მეკარეების როტაცია: „კიპერებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება სეზონის დასაწყიში მივიღე.ეს მაშინ მოხდა, როდესაც დიეგო კასილიასსზე უკეთეს ფორმაში გახლდათ.“
დი მარია: „ანხელს არ დაუაკრგავს რწმენა.ის კარგად გრძნობს თავს.“
გუნდები კრიშტიანუს წინააღმდეგ: „აღნიშნული სულაც არ მაღელვებს, რამეთუ რონალდუს ძალუძს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა.მისი სისწრაფიდან გამომდინარე, სხვადასხვა გუნდის ბევრ ფეხბურთელთან უხდება კონტაქტში შესვლა.“
სასტარტო შემადგენლობა: „ეს მხოლოდ მე ვიცი.სეზონის სტარტზე, მრავალი ფეხბურთელის გამოცდა მომიხდა.ბუნებრივია, რიგ შემთხვევებში, როტაცია სავალდებულოა, რამეთუ მოთამაშეები იღლებიან.ერთადერთი, ვისაც სათადარიგოზე გადაჯდომა არ შეხებია, ეს რონალდუა, რომელიც დიდებულ კონდიციებში იმყოფება.თუ ვინმე კრიშტიანუს მსგავს ფორმაში ჩადგება, მასაც არ შეეხება ცვლილებები.“
as.com
- 8 ნოემბერი 2013
- 2 850
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.