ოპერაცია გიუნდოგანი
მადრიდის „რეალში“ ილკაი გიუნდოგანის შეძენის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.
„მარკას“ ინფორმაციით, კლუბებმა გასულ ზაფხულს ისაუბრეს ფეხბურთელის ტრანსფერზე და გარკვეულ ზეპირ შეთანხმებამდეც მივიდნენ.თურქული ფესვების მქონე ნახევარმცველს, მოქმედ კლუბთან 2015 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს ხელშეკრულება.
ასევე, იწერება, რომ შესაძლებელია, გიუნდოგანის შესაძენად, მადრიდელებმა შაჰინი გამოიყენონ, რომელიც „ბორუსიაში“ იჯარის წესით გამოდის და რომლის გამოსყიდვის სურვილიც, გერმანულ კლუბს ნამდვილად გააჩნია.
ილკაის სატრანსფერო ღირებულება, 30 მილიონამდე მერყეობს, მაგრამ თუ ტრანსფერში ნური შაჰინიც ჩართეს, „რეალი“ დაახლოებით 22 მლნ. ევროდ შეძლოს მის გადმობირებას.
marca.com
- 8 ნოემბერი 2013
- 1 771
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.