ესპანეთში მადრიდისტებს უხმეს - ისკო თამაშგარეშია
მომავალი სანაკრებო ბატალიებისათვის, ესპანეთის მთავარ და 21 წლამდელთა ნაკრებებში, 4-4 მადრიდისტა გამოიძახეს.
ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები, 16 და 19 ნოემბერს, საერთაშორისო ამხაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ ეკვადორისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.„ულვაშამ,“ კასილიასთან, არბელოასთან და რამოსთან ერთად, ახლახან ტრავმამოშუშებულ ჩაბი ალონსოსაც უხმო.
რაც შეეხება ახალგაზდულ გუნდს, ისინი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადებიან.ხულენ ლოპეტეგიმ, კარვახალი, პაჩეკო, ხესე და მორატა შეიყვანა განაცხადში.
საინტერესოა, რომ ბოლო დროს სათადარიგოზე გადანაცვლებული ისკო, თამაშგარეში დარჩა.
- 7 ნოემბერი 2013
- 2 173
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.