პრიეტო: "ბეილზე და რონალდუზე ვღელავ"
„სოსიედადელმა“ ხაბი პრიეტომ, "რეალთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
"საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებით."
"რეალი" დიდებული კლუბია, რომელმაც ბოლოს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მეტოქეს 7 გოლი გაუტანა. გამოცდილება ჩვენც გვაქვს."
"ილარამენდის წინააღმდეგ თამაში კარგი იქნება. ის ჩემი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელია. ილიარა მშვიდად გადის ადაპტაციას და ნელ-ნელა უკეთეს თამაშს აჩვენებს."
"მოურინიოსა და ანჩელოტის შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ამ წელს კარლოს უფრო სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს."
"გუნდი თამაშს უმატებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვღელავ გარეთ ბეილის და კრიშტიანუ რონალდუს საოცარ სისწრაფეზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მათ სივრცეები არ უნდა შევუქმნათ."
წყარო: As
- 7 ნოემბერი 2013
- 2 220
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.