ესპანეთში „რეალი“ ლიდერობს
ესპანურმა კომპანია AIMC-იმ, ქვეყნის მაშტაბით 2012 წელს გამოკითხვა ჩაატარა.
კვლევის მიზანი გახლდათ, იმის გარკვევა, თუ რომელ სპორტს ანიჭებს უპირატესობას ადგილობრივი ხალხი და ვის ქომაგობენ.საბოლოოდ, გამოიკითხა 10 ათასი რესპოდენტი, რომელთა 68 პროცენტმა, საყვარელ სპორტის სახეობად, ფეხბურთი დაასახელა.რაც შეეხება ფავორიტ საფეხბურთო კლუბს, 23.8%-ის რჩეული „რეალი“ გახლავთ, ხოლო 18.2%-ის „ბარსელონა.“შემდეგ ადგილებს, „ატლეტიკო“ (3.7%), „ვალენსია“ (3.1%) და „ატლეტიკი“ (2.7%) ინაწილებენ.
as.com
- 7 ნოემბერი 2013
- 3 167
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.