დაკარგული ისკო
გოლი, ასისტი, ლამაზი თამაში, აპლოდისმენტები - ეს სიტყვები სეზონის დებიუტში ისკოსთან იყო დაკავშირებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროებით.
ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „კოპემჰაგენთან,“ კარლომ ახალ ტაქტიკაზე გადაიყვანა გუნდი, რამაც თავის მხრივ, ახალგაზრდა ესპანელი შემტევი სკამზე დასვა.ქომაგების აზრით, იოზილის წასვლისთანავე, მთელი გარჯა ყოფილ მალაგელს დააწვებოდა მხრებზე.საწყის მატჩებში, ფეხბურთელმა ყველას მოლოდინი გაამართლა, გატანა რა 4 გოლი 5 მატჩში, თუმცა იტალიელის გადაწყვეტილებით, ბოლო რამდენიმე დაპირისპირებაში, თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა.
უკანასკნელად, 90 წუთის განამვლობაში მოედანზე მორბენალი ისკო, 14 სექტემბერს ვიხილეთ, როდესაც „რეალი“ „ელ მადრიგალზე“ მასპინძელ გუნდს დაუზავდა.მისი სათამაშო წუთები ასევე მწირია ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 360 შესაძლოდან, 105 წუთი ითამაშა.ამას ემატება ისიც, რომ მოთამაშე „იუვენტუსთან“ ორმატჩიან დუელში, სათადარიგოდან არც კი წამომდგარა.
სეზონის დასაწყისში შეთვისებული „ბლანკოსის“ ლიდერობა, ანჩელოტიმ ფეხბურთელს სრულად ჩამოართვა.აღნიშნულს, კარლიტო იმით ხსნის, რომ ისკოს ზაფხულში სრულფასოვანი არდადეგები არ ჰქონია და უკვე გადაიღალაო.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ოქროს ბიჭუნა“ 2012 ადგილი, ჯერჯერობით მხოლოდ თადარიგში მოიძებნება.
marca.com
- 7 ნოემბერი 2013
- 3 392
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.