მომაკვდინებელი ტრიუმვირატი
ბენზემა, რონალდუ და ბეილი ნებისმიერი მეტოქეებისთვის ეს ტრიო ნამდვილი ცუნამია.
სამ შეხვედრაში დემონსტრირებული ძალა სხვა რამის თქმის საშუალებას არ იძლევა. "მადრიდის რეალის" ტრიომ სამ შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. ყველაფერი "სევილიასთან" შეხვედრაში დაიწყო, როცა რონალდუმ ჰეთრიკი, ბენზემამ და ბეილი კი დუბლი მიითვალეს. ამ თამაშში მათ ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაცაა.
სამი დღის შემდეგ ტრიუმვირატმა "ვალესკასი" აიღო, სადაც რონალდუმ ორი , ხოლო ბენზემამ ერთი გოლი გაიტანა, ხოლო უელსელმა კი ორ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ტრიუმვირატი იყო მთავარი მოქმედი პირი "იუვენტუსთან" შეხვედრაში, სადაც პორტუგალიელმა და უელსელმა გოლით გამოიჩინეს თავი, ხოლო იმავე პორტუგალიელმა და ფრანგმა საგოლე გადაცემები გააკეთეს.
- 7 ნოემბერი 2013
- 1 780
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.