5 უცნაური პენალტი ბლატერის ეპიზოდის შემდეგ
"მადრიდის რეალს" მსაჯები არ ინდობენ
ბოლო სამ თამაშში "თეთრების" კარის მიმართულებით 5 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა , რაც წარმოუდგენელია და რაც არ ახოვს 112 წლიანი ისტორიის მქონე "სამეფო კლუბს"
მას შემდეგ, რაც ზეპ ბლატერმა დამცინავად მოიხსენია "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ, ხოლო "სამეფო კლუბმა" პრეზიდენტს ოფიციალურად ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, "თეთრებმა" სამი შეხვედრა ჩაატარეს. ამ სამი შეხვედრის მანძილზე კი მათი კარის მიმართულებით 5 თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. ამ ხუთი თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან სამი აშკარად მოგონილი იყო. ხოლო დანარჩენი ორი კი საკამათო. ყველაფერი "სევილიაში" დაიწყო, როცა მსაჯმა არაფრისგან გამოიგონა ორი თერთმეტმეტრიანი, ამას მოყვა ორი "თერთმეტმეტრიანი" შემდეგ შეხვედრაში, რომლის დანიშცნაც საკამათო იყო, მაგრამ მსაჯს შეეძლო. ბოლო კი იყო "იუვენტუსთან" შეხვედრა, რომელშიც ვებმა ნამდვილად მოიგონა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვარანესა და პოგბას ეპიზოდში.
შეიძლება ეს უბრალო დამთხვევაა , მაგრამ ფაქტია, რომ ფიფასთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ "თეთრებს" არ სწყალობენ მსაჯები. "იუვენტუსისგან" გაშვებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ "მადრიდის რეალი" გახდა ერთადერთი კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან 20 გოლი აქვს გაშვებული. მის შემდეგ მოდის "არსენალი" 19 გაშვებული გოლით.
- 7 ნოემბერი 2013
- 3 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.