პატარა ჩემპიონები
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" ყველა ასაკობრივ ჯფუფში ჰყავს გუნდი.სამეფო გუნდის ყველაზე პატარა ბინადარნი კი 9 წლის ფეხბურთელები არიან.
ისინი "რეალ მადრიდ Benjamín"-ის სახელით გამოდიან.აღნიშნულ გუნდს კი ხუან კარლოს ხუარესი უდგას სათავეში.ალბათ, რთული გასაგები არ არის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩაბარებული დამრიგებელს, რამეთუ მის კისერზეა მოთამაშის სწორად განვითარება და შემდეგში კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბება.
ჩვენი ყურადღება კი 9 წლის ბიჭუნებმა, შესანიშნავი თამაშის წყალობით მიიქციეს.თავიანთი ჩემპიონატის მე-4 ტურის თავზე ისინი ას პროცენტიანი შედეგით გამოდიან.ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ოთხი თამაშის განმავლობაში "Benjamín"-ს ბავშვებს 50 გოლი აქვთ გატანილი.ფაქტიურად, საშუალოდ 12.5 გოლი გააქვთ ერთ მატჩში.
ხურესის შეგირდებმა ბოლო დაპირისპირება 18-0 მოიგეს.აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, გუნდის კარის დარაჯის დამსახურება, რომლის კისერზე მხოლოდ ორი გაშვებული ბურთია.
მოკლედ, თუ ასე გააგრძელეს ჩემპიონატის ბოლოს გამარჯვებას იზეიმებენ.სასიხარულოა, რომ მადრიდელი ბავშვები ასეთ დონეზე ასპარეზობენ.
- 18 ნოემბერი 2009
- 2 975
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.