მსოფლიო პრესა: „დიეგო კარგია, მაგრამ იკერი მარსიდანაა“
მსოფლიო საფეხბურთო ბეჭდური მედია, „იუვენტუსისა“ და „რეალის“ განვლილ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
La Gazzetta dello Sport: „იკერი სასწაულებს სჩადის.ბედის ირონიაა, რომ ბოლო 2 წელია, ის სათადარიგოზე ზის.დიეგო ლოპესი კარგი კარის დამცველია, თუმცა კასილიასი მარსიდანაა.“
Il Corriere dello Sport: „კასილიასი სასწაულთმოქმედია.“
Tuttosport: „იკერმა სამეფო კლუბი იხსნა.“
France Football: „კასილიასმა დიდებული რეაქციები გამაოვლინა, პეპეს, მარკიზიოს, ვიდალისა და კუალიარელას ეპიზოდებში.“
A Bola: „ესპანეთში კვლავ დაობენ ლოპესი თუ კასილიასი.გუშინ, იკერ დიდებული ღამე ჰქონდა.“
Daily Mail: „კასილიასი მხსნელად მოევლინა გუნდს.“
ESPN: „კასილიასმა თავისი გუნდი მარცხისგან გადაარჩინა.“
El País: „გუშინ იკერი, ხელებით, ფეხებით, ყველაფრით იგერიებდა ბურთებს.ჯერ პეპეს ავტოგოლი აღკვეთა, ხოლო შემდეგ მარკიზიოს ურთულესი თავური დარტყმა.„რეალი“ კმაყოფილია დიადი კაპიტნის თამაშით.“
El Mundo: „მიუხავად იმისა, რომ იკერს მუდმივად არ უწევს თამაში, ის მაინც მოწოდების სიმაღლეზეა.“
Marca: „მეკარემ გუნდი, დაწყევლილ ქალაქში გაშვებული გოლებისგან იხსნა.“
- 6 ნოემბერი 2013
- 3 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.