იკერი: „მთავარია მომდევნო ეტაპის საგზური“
ტურინში გამართულ დაპირისპირებაში, იკერ კასილიასი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მადრიდელთა რიგებში.
„სასიხარულოა, რომ გუნდმა ვადაზე ადრე მოიპოვა მომდევნო ეტაპზე მონაწილეობის უფლება.ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.12 შესაძლო ქულიდან, 10-ის აღება მოვახერხეთ, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგია.“
„ახლა საშუალება გვაქვს, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ პრიმერას, სადაც გათამაშების ლიდერებთან ჰანდიკაპის შემცირება უნდა შევძლოთ.“
„კმაყოფილი ვარ მოედანზე გამოსვლით.ჩემთვის თითოეული სათამაშო წუთი ძალიან მნიშვნელოვანია.ამიტომაც, ვცდილობ, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყო და მწვრთნელის ნდობა მოვიხვეჭო.რა თქმა უნდა, 2 კვირაში ერთხელლ თამაშის პირობებში, რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება, თუმცა თანაგუნდელები დიდ დახმარებას მიწევენ.“
„ჩემსა და ჯიჯის შორის შესანიშნავი ურთიერთობა სუფევს.“
realmadrid.com
- 6 ნოემბერი 2013
- 2 119
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.