ვარანი: „მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ“
ჩემპიონთა ლიგის ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელთან ერთად, რაფა ვარანსაც მოუწია ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა.
„შემდეგი ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ 1 ქულა გვჭირდება, თუმცა ჩვენი მიზანია, ჯგუფის ლიდერობა და ამიტომაც, ტურინში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.“
„ბუნებრივია, რამოსთანაც და პეპესთანაც მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობ.რა თქმა უნდა, ისინი განსხვავებულნი არიან, თუმცა მნიშვნელობა არ ექნება, ვისთან ერთად მომიწევს სასტარტოში თამაში ხვალინდელ მატჩში.“
„დაცვაში თამაში გამოსასწორებელი გვაქვს და ეს ჩვენთვის გამოწვევაა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე არა მხოლოდ მცველებმა, არამედ მთელმა გუნდმა უნდა იფიქროს.ვფიქრობ, ერთიანობით ყველაფერს მივაღწევთ.“
„ზიდანი თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად გვესაუბრება.მისგან მუდამ ვიღებთ რჩევებსა და დარიგებებს.“
realmadrid.com
- 5 ნოემბერი 2013
- 1 818
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.