ტურინში ნარინჯისფერ „რეალს“ ვიხილავთ
როგორც ცნობილია, „იუვენტუსთან“ განმეორებით დაპირისპირებაში, სამეფო კლუბის ფეხბურთელები ნარინჯისფერი ფორმებით იქნებიან შემოსილნი.
გუნდის რიგით მესამე უნიფორმით, მადრიდელები პირველად წარდგებიან გულშემატკივრების წინაშე.თავდაპირველად, ნარინჯისფერი „რეალს,“ თურქეთში „ტურკ ტელეკომზე“ უნდა ეთამაშა, თუმცა „უეფამ“ ესპანელებს ამის საშუალება არ მისცა, რამეთუ მასპინძელი „გალათასარაის“ საშინაო მაისურზეც მსგავსი ფერთა გამა იკვეთება.
მოგეხსენებათ, „ბლანკოსის“ ჩაცმულობაში ახალი ფერების შემოტანა, „ადიდასმა“ 2 წლის წინ გადაწყვიტა.მაშინ, „მერენგების“ მესამე უნიფორმა წითელი გახლდათ, ხოლო შარშან მუქი მწვანე.
ცნობისთვის, წითელი ფორმით დებიუტის დროს, „რეალმა“ სტუმრად 0-1 მოუგო (დი მარიას გოლი) ზაგრების „დინამოს,“ ხოლო მწვანე მაისურით, 1-4 „აიაქსს“ (რონალდუ 3 და ბენზემა 1).
marca.com
- 4 ნოემბერი 2013
- 2 375
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.